forfav

წესები და პირობები

ვებ-გვერდით სარგებლობისა და მომსახურების მიღების პირობები

ვებ-გვერდი juman.ge წარმოადგენს შ.პ.ს. ჯუმანჯი-ს (ს/კ 445588383) საკუთრებას.

თუ თქვენ (მომხმარებელი) გსურთ ჩვენი (juman.ge) ვებ-გვერდით სარგებლობა და მომსახურების მიღება, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ  –  ვებ-გვერდით სარგებლობისა და მომსახურების პირობებს

ხელშეკრულების პირობებთან ან/და შემდგომში წარმოქმნილ ნებისმიერ პრობლემებთან დაკავშირებით კითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@juman.ge

1. ზოგადი წესები

1.1

თუ თქვენ გაიარეთ რეგისტრაცია და სარგებლობთ ან აპირებთ სარგებლობას ვებ-გვერდ juman.ge-ს მომსახურებით ე.ი. თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი ან 16 წელს მიღწეული პირი, რომელსაც აქვს ნებართვა მშობლებისაგან ან კანონიერი წარმომადგენლებისგან დადოთ წინამდებარე ხელშეკრულება და ვებ-გვერდის საშუალებით მიიღოთ შესაბამისი მომსახურება, განკარგოთ გადახდები და ეთანხმებით ვებ-გვერდით სარგებლობის, მომსახურების მიღებისა და კონფედენციალურობის პირობებს.

1.2

თუ თქვენ  არ ეთანხმებით ვებ-გვერდის მოხმარების პირობებს, მაშინ თქვენ უნდა შეწყვიტოთ ვებ-გვერდითა და ჩვენი  მომსახურებით სარგებლობა.

1.3

წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის თქვენი მხრიდან ვებ-გვერდით სარგებლობისა და მომსახურების პირობების  გაცნობის ან/და პირობებზე თანხმობის გამოხატვის მომენტიდან და გულიხმობს იმას, რომ თქვენ თანახმა ხართ შეასრულოთ წინამდებარე პირობები.

1.4

juman.ge უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, წინასწარი შეტყობინების გარეშე შეცვალოს წინამდებარე შეთანხმების პირობები,ასევე ჩვენ ვიტოვებთ უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ არ დავუშვათ ან სხვა სახით შევზღუდოთ ჩვენი მომსახურების მიღება. აქედან გამომდინარე თქვენ ვალდებული ხართ გარკვეული პერიოდულობით გაეცნოთ შეთანხმებაში შეტანილ ცვლილებებსა და დამატებებს.

1.5

შ.პ.ს. ჯუმანჯი-ს ინტერნეტ მაღაზიის juman.ge -თ სარგებლობისას თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ნებისმიერი სახის დავა, რომელიც შესაძლოა შემდგომში წარმოიქმნას თქვენსა და შ.პ.ს. ჯუმანჯი-ს შორის რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

2. მომხმარებლის ანგარიშის შექმნა

ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქტის შესაძენად და სხვა სახის მომსახურბის მიღების  მიზნით აუცილებელია შექმნათ მომხმაებლის ანგარიში.

მომხმარებლის ანგარიშის შექმნით თქვენ ადასტურებთ რომ:

2.1

გაეცანით და დაიცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას;

2.2

რეგისტრაციის მიზნით თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის სრული და უტყუარი.

2.3

ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში  (ელ. ფოსტა; ტელ. ნიმერი; მისამართი) ცვლილების შემთხვევაში, აუცილებელია ეს ცვლილება ასახოთ თქვენი მომხმარებლის ანგარიშში, რადგან juman.ge თქვენთან ურთიერთობისთვის სწორედ ამ ინფორმაციას იყენებს.წინააღმდეგ შემთხვევაში ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინებები ჩაითვლება ჩაბარებულად და პრეტენზიები არ მიიღება.

2.4

ჩვენთან შეთანხმების გარეშე არ განახორციელებთ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებასა და ნებისმიერი მიზნებით მათ გამოყენებას.

2.5

დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებასა და კონფედენციალურობას, დაუშვებელია ნებისმიერი მესამე პირისთვის ანგარიშის ინფორმაციის გადაცემა.

2.6

არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც აკრძალულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ ხელშეკრულების პირობებით.

2.7

პასუხისმგებელი ხართ და აგებთ პასუხს ყველა იმ აქტივობაზე, რომელიც თქვენი მომხმარებლის ანგარიშით ხორციელდება.

3. ვებ-გვერდით მომსახურების მიღების პირობები

3.1

juman.ge გთავაზობთ ვებ-გვერდის საშუალებით, სახლიდან გაუსვლელად თქვენთვის სასურველი პროდუქტის შეძენას (იმ პროდუქტის, რომელიც ინფორმაციის სახით განთავსებულია ვებ-გვერდზე).

3.2

გაითვალისწინეთ, რომ თუ მოცემულ მომენტში ვებ-გვერდი მუშაობს შეფერხებებით, არის იმის ალბათობა, რომ თქვენ ვერ შეძლოთ მომსახურების სრულყოფილი მიღება, ასეთ შემთხვევაში შემდგომი გართულებებისა და გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად  თავი უნდა შეიკავოთ ვებ-გვერდის გამოყენებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.

3.3

ჩვენ არ გვეკისრება პასუხისმგებლობა და ვალდებულება იმ პრობლემებზე, რომელიც მომხმარებელს შესაძლოა გაუჩნდეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

3.4

ვებ-გვერდზე არსებული უნფორმაცია, შესაძლოა მოიხსნას ან შეიცვალოს მომხმარებლისთვის წინასწარი ინფორმირების გარეშე.

3.5

juman.ge არ იძლევა გარანტიას, რომ ვებ-გვერდის საშუალებით მიღებული მომსახურება იმუშავებს შეცდომების ან შეფერხებების გარეშე, ამასთან ერთან თქვენ ჩვენგან ვერ მიიღებთ მომსახურებას, რომელიც არღვევს საქართველოს კანონმდებლობას.

3.6

გაითვალისწინეთ, რომ ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, არის მხოლოდ საინფორმაციო სახის და juman.ge არ იძლევა გარანტიას მის უტყუარობაზე.

3.7

ჩვენს ვებ-გვერდზე არასწორი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით გთხოვთ გვაცნობოთ ამის შესახებ info@juman.ge -ზე, მიუთითეთ პროდუქტის კოდი და უზუსტობის შინაარსი.

3.8

juman.ge იტოვებს უფლებას თქვენს მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაბლოკოს ან წაშალოს ვებ-გვერდზე არსებული თქვენი მომხმარებლის ანგარიში.

4. პროდუქტის შეძენა

4.1

juman.ge -ს მეშვეობით პროდუქტის შეძენა შეუძლია მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებელს ავტორიზაციის გავლის შემდეგ.

4.2

კატალოგიდან პროდუქტის არჩევის შემდეგ, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა აირჩიოთ თქვენთვის მისაღები გადახდის მეთოდი – ონლაინ გადახდების სისტემა, უნაღდო ანგარიშსწორება (ამ მეთოდის გამოყენების დროს დანიშნულებაში მიუთითეთ ნივთის დასახელება) ან ონლაინ განვადება.

4.3

გადახდის მეთოდის არჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ანგარიშსწორება ხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.

4.4

პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს საკურიერო მომსახურების ღირებულება.

5. მიტანის პირობები

5.1

თბილისში საკურიერო მომსახურებას განახორციელებს Juman.ge-ს საკურიერო ჯგუფი: ჩვენს ვებ-გვერდზე განხორციელებული შეკვეთა მოგეწოდებათ 1-3 დღის განმავლობაში.

5.2

თბილისში ნივთის მიწოდების ღირებულება შეადგენს 5 ლარს.

5.3

რეგიონებში პროდუქტის ტრანსპორტირებას განახორციელებს საქართველოს ფოსტა: ადრესატის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ვადები განსაზღვრულია 2-5 სამუშაო დღე, ხოლო ფასი დამოკიდებულია შეძენილი ნივთის წონაზე (თითოეულ პროდუქტს აღნიშნული აქვს საკურიერო მომსახურების ტარიფი).

5.4

შეძენილი პროდუქტის მიღების დროს მომხმარებელი ვალდებულია კურიერს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და შეკვეთის უნიკალური კოდი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ნივთის ჩაბარება არ ხდება უშუალოდ თქვენს მიერ, პროდუქტის მიმღებმა კურიერს უნდა წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შეკვეთის უნიკალური კოდი და ხელი მოაწეროს მიღება-ჩაბარების აქტს.

5.5

შეძენილი პროდუქტის მიღებისას, აუცილებელია მომხმარებელმა ხელი მოაწეროს  მიღება ჩაბარების აქტს. მიღება ჩაბარების აქტზე ხელის მოწერით მომხმარებელი ადასტურებს, რომ სწორედ ის ნივთი მიიღო რაც შეუკვეთა და არის დაუზიანებელი. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელის მოწერის შემდეგ პრეტენზიები არ მიიღება.

6. კონფედენციალურობის პოლიტიკა

6.1

თუ თქვენ გაიარეთ რეგისტრაცია და სარგებლობთ ან აპირებთ სარგებლობას ჩვენი ვებ-გვერდის juman.ge-ს მომსახურებით, ე.ი. თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი ან 16 წელს მიღწეული პირი, რომელსაც აქვს ნებართვა მშობლებისგან ან კანონიერი წარმომადგენლებისგან დადოთ წინამდებარე ხელშეკრულება და ვებ-გვერდის საშუალებით მიიღოთ შესაბამისი მომსახურება და განკარგოთ გადახდები, ამასთან ერთად ეთანხმებით juman.ge-ს მოხმარების წესებსა და კონფედენციალურობის პირობებს.

6.2

Juman.ge თავისი მომსახურების გაწევისას ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის პერსონალური მონაცემები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად .

6.3

რა სახის ინფორმაციის შეგროვებას ვახდენთ მომხმარებლების შესახებ და მათი გამოყენების მიზნები

6.3.1 პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია

პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ის ინფორმაცია, რომელიც თქვენ მოგვაწოდეთ ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას. ვებ-გვერდზე რეგისტრაცია არ არის აუცილებელი თუ თქვენ არ გსურთ და არ ახორციელებთ ჩვენთან სხვადასხვა სახის აქტივობებს მაგალითად: პროდუქტის შეძენა/გამოწერას, ელ ფოსტის საშუალებით სხვადასხვა შემოთავაზებებისა და სიახლეების მიღებას და ა.შ. იმ შემთხვევაში თუ   რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ გადაწყვეტთ ჩვენი ვებ გვერდის საშუალებით შეიძინოთ ესა თუ ის პროდუქტი, თანხის გადახდის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს წარმოადგინოთ თქვენი ბარათის ნომერი, ვადები, აუთენტურობის კოდი ან სხვა ინფორმაცია. იქედან გამომდინარე, რომ შესაძენი პროდუქტის საფასურის გადახდა ხორციელდება ჩვენი პარტნიორი ბანკის დაცული გვერდიდან, თქვენი ბარათის ინფორმაციაზე ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება.

6.3.2 არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია

ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც არ ხდება მომხმარებლის იდენტიფიცირება არის არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება იყოს სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია და ჩვენ შეიძლება ეს ინფორმაცია ჩავამატოთ თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. მაგალითად: თუ თქვენ სოციალური ქსელის facebook-ის გამოყენებით მოახდენთ ავტორიზაციას, ჩვენ შეიძლება ავტომატურად ავიღოთ მის მიერ ღიად მოწოდებული ინფორმაცია თქვენს შესახებ. გაითვალისწინეთ,  რომ არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია შეიძლება გავანდოთ ან მივაწოდოთ ჩვენს პარტნიორებს, ჩვენი მხრიდან ასეთ ქმედებას ექნება ერთადერთი მიზანი – მომსახურების გაუმჯობესება.

6.4

Juman.ge იყენებს ისეთ ტეგნოლოგიას, როგორიცაა Cookies, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, ბრაუზერის ხელახალი გახსნის შემდეგ დარჩეს ვებ-გვერდზე ავტორიზებული. ჩვენ ვინახავთ და ვიყენებთ Cookies მიერ ავტომატურად მოწოდებულ ინფორმაციას, რომ გავიგოთ, თუ როგორ იყენებენ ჩვენი მომხმარებლები ვიზიტორები ჩვენს ვებ-გვერდს. დარწმუნდით, რომ თქვენი მზა ჩანაწერები (Cookies) გაწერილია იმგვარად, რომ მონიშნული არ გაქვთ მზა ჩანაწერების ის ტიპი, რომლის გამოყენებაზეც ჩვენს ვებ-გვერდს (juman.ge) ნებას არ რთავთ.

6.5

თქვენს მიერ მოწოდებული და თქვენზე მოგროვებული ინფორმაცია ჩვენ გვეხმარება ვებ-გვერდის მომსახუების გამარტივებასა და გაუმჯობესებაში. ეს ინფორმაცია შესაძლოა გამოვიყენოთ შემდეგნაირად: თქვენი შეკვეთების, თხოვნებისა და მოცემული რეკომენდაციების დასამუშავებლად; სტატისტიკური მონაცემების შესაგროვებლად, მხოლოდ და მხოლოდ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით; ვებ-გვერდის ეფექტური მართვისთვის; თქვენთვის საინტერესო სპეციალური შემოთავაზებების გასაკეთებლად და თქვენთვის საინტერესო ინფორმაციებისა და სიახლეების მოსაწოდებლად; აღმოვფხვრათ ხარვეზები; ეფექტურად გადავწყვიტოთ დავა; აღვასრულოთ ჩვენს შორის დადებული ხელშეკრულება; დავიცვათ კანონმდებლობა.

6.6

თქვენთვის (მომხმარებელთათვის) სრულყოფილი სერვისის მიწოდების მიზნით, თქვენზე შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება გადავცეთ ჩვენთან აფილირებულ, სერვისის მომწოდებელ მესამე პირს ან პირებს. იქედან გამომდინარე, რომ juman.ge სარგებლობს სხვა, პარტნიორი კომპანიების საბანკო და საკურიერო სერვისებით, ჩვენი მხრიდან აუცილებელია მათთვის იმ ინფორმაციის გადაცემა, რომელიც საჭიროა მომსახურების გასაწევად. მაგალითად: აუცილებელია კურიერს მიეწოდოს თქვენს შესახებ სრული ინფორმაცია (სახელი; გვარი; მისამართი; ტელ ნომერი და სხვა), რადგან მოხდეს თქვენს მიერ შეძენილი პროდუქტის დროული და ხარისხიანი მოწოდება.

6.7

მომხმარებელთა პირადი საინდეტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად ჩვენ სხვადასხვა სახის უსაფრთხოების ზომებს ვატარებთ. თქვენი პირადი მონაცემები ჩვენს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენს მიერ ავტორიზაციის გავლის შემდეგ. თქვენივე უსაფრთხოებისთვის გირჩევთ, რომ არ გადასცეთ ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემები სახვა პირს ან პირებს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი, ამასთან ერთად ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია თქვენს ბარათთან დაკავშირებით, რადგან თქვენი ბარათი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება, გაითვალისწინეთ, რომ მონაცემთა გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვერ გავცემთ ვერანაირ გარანტიას ჩვენი ვებ გვერდისათვის ან ვებ-გვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთოებაზე და არ ვაგებთ პასუხს ნებისმიერი მესამე მხარის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე.

6.8

კონფედენციალურობის პოლიტიკა განახლებულის განახლების თარიღი  15.10.2020.

6.9

კონფედენციალურობის პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში ინფორმაცია გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე.

7. კონფედენციალურობის პოლიტიკა

7.1

თქვენს მიერ juman.ge-ზე შეძენილი პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ შეკვეთილი პროდუქტი განსხვავებულია განხორციელებული შეკვეთისგან,  და არ არის დარღვეული მისი ქარხნული შეფუთვა ან სასაქონლო სახე. პროდუქტის შეცვლა ან დაბრუნება შესაძლებელია შეძენიდან 3 დღის განმავლობაში.

7.2

 juman.ge არ დაუბრუნებს და არ შეცვლის პროდუქტს თუ:

         7.2.1.  ნივთი არ ამართლებს თქვენს მოლოდინებს;

         7.2.2.  ნივთის მიღების დროს არასათანადოდ შეამოწმა პროდუქტი;

         7.2.3.  ნივთს აღენიშნება მექანიკური დაზიანება;

         7.2.4.  ნივთს არ აქვს სრული კომპლექტაცია;

         7.2.5.  დაზიანებულია შეფუთვა;

         7.2.6.  ნივთს აღენიშნება მოხმარების კვალი;

         7.2.7.  შესაკეთებლად ან სხვა მიზნით დაშლილია თვითნებურად.

8. საგარანტიო მომსახურება

8.1

საგარანტიო მომსახურების ვადა აითვლება პროდუქტის მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერისთანავე.

8.2

იმ შემთხვევაში თუ ნივთის შეკეთეთება ვერ ხერხდება 30-35 დღის ვადაში, მაშინ ეს ნივთი დაექვემდებარება შეცვლას.

8.3

საგარანტიო მომსახურების მისაღებად დაგვიკავშირდით საგარანტიო ფურცელზე მითითებულ ნომერზე.

8.4

juman.ge იყენებს ელექტრონულ საგარანტიო ტალონებს, მაგრამ მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია მომხმარებლისთვის მისი ბეჭდური სახით გადაცემა.

8.5

თქვენს მიერ juman.ge-ზე შეძენილი ნივთი არ ექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას თუ:

8.5.1.  გასულია საგარანტიო ვადა;

8.5.2.  ნივთს აღენიშნება მექანიკური ან სხვა სახის დაზიანება;

8.5.3.  ნივთი დაზიანებულია მისი არასწორი ექსპლოატაციის გამო;

8.5.4.  არ ემთხვევა სერიული ნომერი;

8.5.5.  ნივთი შეკეთებულია თვითნებურად;

8.5.6.  ნივთი არასრორადაა დამონტაჟებული;

8.5.7.  ნივთის აქსესუარებზე საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება;

8.5.8.  პროდუქტი დაზიანებული დენის ცვალებადობის გამო;

9. კონტაქტი

შ.პ.ს.   ჯუმანჯი 

ს/კ 445588383

მისამართი: საქართველო. ქ. თბილისი. თევდორე მღვდლის ქუჩა II-ჩიხი №2

www.juman.ge

www.facebook.com/juman.ge

ტელ: 577 10 77 76; 593 544 021.