აკუსტიკური სისტემა Sven 312 ფუნქციონირებს 100 ჰერციდან – 20 კილოჰერცამდე სიხშირის დიაპაზონში, რაც ხელს უწყობს ნებისმიერი ჟანრის და მიმართულების კომპოზიციების ხარისხიან რეპროდუქციას. მოდელის კორპუსი დამზადებულია მყარი ABS პლასტიკისგან, რომელიც გამოირჩევა სიმსუბუქით და ნაკაწრებისადმი გამძლეობით. დინამიკის კომპაქტურობის წყალობით ის შეგიძლიათ განათავსოთ მცირე ზომის სამუშაო მაგიდაზე. მოწყობილობის წინა მხარეს განთავსებულია ხმის მრეგულირებელი, ღილაკი, ჩართვის ინდიკატორი.
აკუსტიკური სისტემა Sven 312 დამატებითი კონფიგურაციაა სტაციონარული კომპიუტერის და ნოუთბუქისთვის. დაკავშირება ხორციელდება USB კაბელით და 3,5 მმ აუდიო კაბელით. დინამიკები დაცულია გარე ფაქტორებისა და მტვრისაგან წვრილი ბადეებით. დინამიკები იძლევიან საშუალებას კომფორტულად უყუროთ ფილმებს, მიიღოთ მონაწილეობა ვირტუალურ ბრძოლებში, მოუსმინოთ მუსიკას.
კომენტარები
ჯერ კომენტარები არ არის